მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებულია (ვიდეო)
13:28 / 15.09.2015
სვანეთში მოსახლეობა სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას დილიდან მართავს, რომელშიც სოფლების : ჭუბერის, იდლიანის, ხაიშის, მცხოვრებლები მონაწილეობენ.
მათი ძირითადი მოთხოვნა – ხე-ტყით სარგებლობის ნებართვის მიღებაა, რადგან, მათი თქმით, სწორედ მისი რეალიზაციიდან შემოსული თანხით ირჩენდნენ თავს. გარდა ამისა, ისინი ჰესების მშენებლობასაც აპროტესტებენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ სოფელი ეკოლოგიური კატატსროფის წინაშე დადგება.
მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სვანეთში ჩასვლას და პრობლემების ადგილზე გაცნობას ითხოვს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი ქვებით ჩახერგეს. შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის, რომლებმაც მათგან ცენტრალური გზის გათავისულფლება მოითხოვეს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. ამასთან, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები