რუბრიკები
ინდიელები ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის ცენტრში ინდიელი მუსიკოსები გამოჩნდნენ. ეკვადორიდან ჩამოსულმა ტურისტებმა სახელდახელო კონცერტი საკუთარი ჯგუფის „ვეინანდეროს“ პოპულარიზაციის მიზნით გამართეს. ეგზოტიკურ კოსტიუმებში გამოწყობილმა შემსრულებლებმა გამვლელების საკმაოდ დიდი რაოდენობა მიიზიდეს. აქვე  ჯგუფის ალბომებისა და ეკვადორული სუვენირების გაყიდვა გაიმართა. სტუმრებმა აგვიხსნეს, რომ ისინი საქართველოს ქალაქებში მოგზაურობენ, ორ დღეს ზუგდიდში დაყოფენ, შემდეგ - ბათუმში გადაინაცვლებენ. უახლოეს გეგმებში რუსეთში გამგზავრება და სოჭის ქუჩებში კონცერტების გამართვა შედის.    
Print