ინგრედიენტები
• 300 გრ ქათმის ფილე;
• 3 ცალი კვერცხი;
• 400 გრ კარტოფილი;
• 300 გრ სტაფილო;
• 200 გრ ქამა სოკოს მარინადი;
• მწვანე ხახვი;
• მარილი;
• მაიონეზი;
მომზადება:
კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ;
გავაგრილოთ, გავასფთაოთ; ქათმის ფილე მოვხარშოთ (ვხარშოთ ადუღებიდან 20 წთ-ის განმავლობაში);
კარტოფილი და სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ქათმის ფილე დავკუწოთ წვრილად. კვერცხი კი წვრილ სახეხზე გავხეხოთ. სოკო დავჭრათ წვრილად, ხახვი დავჭრათ რგოლებად. ხახვს დავასხათ მდუღარე და მალევე გადავუწუროთ წყალი.
ლანგარის ძირზე მოვათავსოთ მოხარშული კარტოფილი. ცოტა მარილი მოვაყაროთ და წავუსვათ მაიონეზი.
კარტოფილის ზემოდან მოვათსოთ გახეხილი სოკო და წავუსვათ მაიონეზი.
სოკოს ზემოდან მოვათავსოთ სტაფილო, ამასაც წავუსვათ მაიონეზი. სტაფილოს ზემოდან კი ქათმის ფილე,
მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მაიონეზი. ფილეზე მოვათავსოთ ხახვი და ზემოდან კი გახეხილი კვერცხი, დავაყაროთ მარილი.
სალათი მოვრთოთ მწვანილით.
მასალის გამოყენების პირობები