რუბრიკები
“მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“ (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა თემაზე “მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“ გაიმართა. ის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით შედგა. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი საქართველოს რეგიონებში ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი სავაჭრო სივრცის და უვიზო მიმოსვლის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრის შემდეგ გაიმართა სემინარი, რომელსაც ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი ექსპერტების, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უძღვებოდნენ. სემინარის შემდეგ სტუმრებსა და შეკრებილ საზოგადოებას შორის თავისუფალი დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „მედიის განვითარების ფონდმა“ პროექტ „ევროკომუნიკატორის“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც ევროინტეგრაციის თაობაზე გაჟღერებული მითების საპასუხოდ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა. სემინარის დასრულების შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.      
Print