რუბრიკები
მეუფე გერასიმეს ხობის თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ (ვიდეო)
დღეს  ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე გერასიმეს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა, სავარაუდოდ, მარიამ ღვთისმშობლის შესამოსელის ხობის ხარების დედათა მონასტერში  ერთი დღით დაბრძანებას ეხებოდა. მეუფესთან საუბარი, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა და ის მედიისთვის დახურული იყო. მისი დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და საჯარო მოხელეებმა შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის შესამოსელის ერთი დღით გატანა და ხობის ხარების დედათა მონასტერში დაბრძანება სურთ. აღნიშნულ საკითხზე მეუფე გერასიმე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს შეხვდა. მეუფეს ინფორმაციით, პატრიარქის გადაწყვეტილებით ღვთისმშობლის შესამოსელი ზუგდიდში დარჩება.
Print