დიდ ბრიტანეთში სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქცია გაჩნდება. ფასიანი ოფციით - უცნობებისთვის წერილის გაგზავნის შესაძლებლობით ისარგებლებენ, რომელიც 71 პენი ეღირება.
"ფასიანი შეტყობინებების სისტემა სპამის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. მხედველობაში მივიღეთ ის ფაქტიც, რომ უცნობ ადამიანებთან საუბრის სურვილი გიჩნდებათ. ამჟამად, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში გადასახადის ოდენობას ვტესტავთ, რომ ოპტიმალური ფასი განვსაზღვროთ",- ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები