საზოგადოებრივი მოძრაობა „თეთრი მანდილის“ წარმომადგენელმა ინეზა მურღულიამ რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მურღულიამ აღნიშნა, რომ არნიშნულ პოსტზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და კონკურსის არაობიექტურად ჩატარდა. უპირატესობა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ერგოთ. მურღულია აცხადებს, რომ ლელა ქებურია სკოლის დირექტორებზე ზეწოლას ახორციელებდა, ამიტომ აუცილებელია მან აღნიშნული თანამდებობა დატოვოს.
მურღულიას ბრალდებას თავის მხრივ რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა განცხდაებით უპასუხა და მოზრაობა "თეთრი მანდილის" ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ქებურია აცხადებს, რომ საკონკურსო თანამდებობას 12 პრეტენდენტი ყავდა, მათგან მეორე ეტაპზე გადასვლა მხოლოდ ლელა ქებურიამ და კოტე თოდუამ შეძლეს.
ქებურია თეთრი მანდილის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს და აღნიშნავს რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებს და კონკურსის შედეგებს დაელოდება.
მასალის გამოყენების პირობები