„სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის“ ხელმძღვანელობით შაბათს, 13 აპრილს ღონისძიება „ანაკლია ჩვენი მომავლის ქალაქია“, არ გააჩერო! ჩატარდება. ორგანიზაციის წარმომადგენელი ანი წითლიძე მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არის აპოლიტიკური ღონისძიება და მოწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი. ანი წითლიძეს თქმით ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის განვითარება, რადგან ის აფხაზეთის საზღვრისპირა ადგილია, ამიტომ ყველა ზუგდიდელისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია მისი განვითარება.
13 აპრილის კონცერტზე მონაწილეობას იღებენ ჯგუფი "ჯეთ ბირდი", ზუმბა და ბენდი მუსიკალური ჯგუფი „ურსა“. მომღერლები ანაკლიაში დაფინანსების გარეშე, საკუთარი სურვილით და ენთუზიაზმით იმღერებენ.
მასალის გამოყენების პირობები