დღეს, 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდში 1358 აბონენტს შეუწყდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ურიდიას ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ვექტორის“ 10 კილოვატიანი შემყვანი. ურიდიას განმარტებით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები