აშშ გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) 125-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, „National Geographic საქართველომ“ საქართველოს მასშტაბით პრეზენტაციების ციკლი დაიწყო.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო ასევე „აშშ გეოგრაფიული საზოგადოების“ საქმიანობის გაცნობა დაინტერესებული აუდიტორიისათვის. ასევე ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუდენტებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარება და საზოგადოების საქმიანობაში დაინტერესებული ჯგუფების ჩართვა.
ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ შეძენა დაინტერესებულ პირებს 7 ლარად შეეძლებათ, ხოლო სტუდენტებისთვის იგი შეღავათით 4,50 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ჟურნალსი გამოწერა შესძლებელია ვებგვერდზე: natgeo.ge
„National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიზანი სამყაროს კვლევა და ცოდნის გავრცელებაა.
„რადგან „National Geographic“ საქართველოში გამოდის ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით რეგიონებს, დავდივართ რეგიონებში, გვინდა დაინტერესებულ ადამინებს გავაცნოთ ჟურნალი და ჩვენი ორგანიზაცია, მაქსიმალურად მივიზიდოთ მათი ინტერესი და ჩავსვათ საერთო საქმეში რასაც ცოდნის გავრცელება ჰქვია.“-აღნიშნავს ლევან ბუთხუზი
ჟურნალსი პრეზენტაცია თელავში დაიწყო,ზუგდიდის შემდეგ ქუთაისში გაიმართება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები