რუბრიკები
ბრინჯის ფაფა
ინგრედიენტები: • 340 მლ. რძე 3,5%-იანი. • 160 მლ. ნაღები 35%-იანი. • 60 გ. ბრინჯი. • 40 გ. კარაქი. • 120 გ. შესქელებული რძე. • 1 ც. ვანილის ჩხირი. • 1 ც. ფორთოხალი. მომზადების წესი: ✔ ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ნაღები და ცედრა (ნახევარი ფორთოხლის). ვანილის ჩხირი გაჭერით შიგთავსი ამოაცალეთ და ეს ყველაფერი დაამატეთ ქვაბში. ✔ წამოადუღეთ, დაუმატეთ ბრინჯი, ცეცხლს დაუწიეთ და პერიოდულად ურიეთ, სანამ არ მომზადდება (15-18 წუთი). ✔ როგორც კი ბრინჯი მომზადდება დაუმატეთ შესქელებული რძე, ამოაცალეთ ვანილის ჩხირი და გადმოდგით ცეცხლიდან. ✔ ფაფა ოდნავ გააციეთ, დაუმატეთ კარაქის კუბიკი, ოდნავ ამოურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან, ფორთოხლის ნაჭრებთან ერთად. გემრიელად მიირთვით
Print