ეკა მოლოდინაშვილი საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულით დაჯილდოვდა
08:28 / 28.09.2015
მსახიობი ეკა მოლოდინაშვილი კინოშოკის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულით დაჯილდოვდა ლევან თუთბერიძის ფილმში - "ცხრა მთას იქით" ნათამაშები როლისთვის. ეს არის ერთადერთი ქართული ფილმი, რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული ფილმების ასევე მოეწყო რეტროსპექტივა. ნაჩვენები იყო შემდეგი ფილმები: "ყველა წავიდა" - რეჟისორი გიორგი ფარაჯანოვი; "ნეტავ იქ თეატრი არის?!" - რეჟისორი ნანა ჯანელიძე; "მანდარინები" - რეჟისორი ზაზა ურუშაძე; "პატარძლები" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი; "შემთხვევითი პაემნები" - რეჟისორი ლევან კოღუაშვილი; ასევე სექციაში "Лента памяти" გაიხსენეს ცნობილი რეჟისორი რეზო ჩხეიძე და მისი ფილმი "ჩვენი ეზო".
საერთაშორისო კინოფესტივალი "კინოშოკი" ანაპაში 1992 წლიდან ტარდება და ამ პერიოდის განმავლობაში მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის სახელის მოპოვება შეძლო.
წყარო:goodnews.on.ge
მასალის გამოყენების პირობები