გიორგი ამაშუკელმა და ლევან შონიამ რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს
15:53 / 29.09.2015
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსი გიორგი ამაშუკელი რეგიონში პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ. სამუშაო შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა და მას მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე რეგიონში 2016 წელს დაგემილი პრიორიტეტული პროექტები განიხილეს.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში 2015 წელს 600 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. წლის ბოლომდე კი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 1100 პროექტი დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები