რუბრიკები
Skype-მა სინქრონული თარგმნის სერვისი გამოუშვა
Skype-მა სერვისი Translator-ი (თარჯიმანი) გაუშვა, რომელიც რეალურ დროში საუბრისას თარგმანის საშუალებას იძლევა. კომპანიამ განაცხადა, რომ სერვისი 6 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი: ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ჩინურად და ესპანურად. „კომპანიაში დიდი ხანია უნდათ ენობრივი ბარიერის მოშლა მომხმარებლებს შორის“, - ამტკიცებენ Skype-ში. ახალი ფუნქცია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვა, Windows-ის პლატფორმაზე. როდის იქნება ის ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებისთვისაც, უცნობია.
Print