პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის კლუბების ინიციატივით, ასოციაცია "ათინათი" წარმატებულ ქირურგსა და პოპულარული გადაცემის „ექიმები“ ერთ-ერთ წამყვანს დავით ლოლაძეს მასპინძლობდა.
მოწვეულმა სტუმარმა ახალგარზდებთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, რეპორდუქციულ ჯანმრთელობაზე, ადრეული ქორწინებით გამოწვეულ საფრთხეებზე, ე.წ. გარდატეხის ასაკსა და მის სირთულეებზე, ჯანსაღი კვებისა და სპორტული აქტივობების მნიშვნელობაზე ადამიანის განვითარების პროცესში. შეხვედრა იყო ინტერაქტიული, ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს.
დავით ლოლაძემ რადიო „ათინათის“ კითხვებსაც უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები