რუბრიკები
ღუმელში გამომცხვარი გოგრა ყველთან და ნაღებთან ერთდ
ინგრედიენტები: • 1 ც. გოგრა. • 500 გ. ყველი (გიუერი). • 1 ლ. ნაღები 35%-იანი. • 50 გ. კარაქი. • მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვენბით. მომზადების წესი ✔ ამოაჭერით გოგრას გვირგვინი და კოვზით ამოაცალეთ თესლი. არსებული სიცარიელე (მესამედი) ამოავსეთ მსხვილად გახეხილი ყველით, ზევიდან კი მოასხით ნაღები (ოღონდ ბოლომდე არ ამოავსოთ). ✔ მოაყარეთ მარილი და პილპილი გოგრის შიგთავს, ჩააგდეთ მასში კარაქი და დაახურეთ თავზე ამოჭრილი გვირგვინი დაახურეთ. ✔ მოათავსეთ საცხობ ტაფაზე და შეგდით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 1 საათი. თუ გოგრა სამ კილოზე მეტია, მაშინ საათზე მეტხანს გააჩერეთ. ☛ ღუმელში კანი შეიძლება ოდნავ დაიწვას, მაგრამ არ ინერვიულოთ, მთავარი შიგნიდან კარგად მომზადდეს. ☛ გოგრის, შიგთავსი, ყველთან და ნაღებთან ერთად, ღრმა თეფშებით მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით
Print