რუბრიკები
განათლების მინისტრმა სოფელ ჭოღაში სკოლა გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში განახლებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილე კობა ქანთარიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭოღას სკოლაში ზაფხულის პერიოდში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა  სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს დავით დიხამინჯიას სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.
Print