რუბრიკები
ორაგული სეზამის მარცვლებით
თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 450 გ. ორაგულის ფილე. • 600 გ. ცუკინი ან ყაბახი. • 40 გ. სეზამი. • 30 მლ. სოიოს სოუსი. • 50 გ. მწვანე ხახვი. • 20 მლ. ლიმონის წვენი. • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა. • ½ ჩ.კ. მარილი. • ¼ ჩ.კ. მარილი. • 15 მლ. მცენარეული ზეთი. • ¼ ჩ.კ. ბაჰარი. • 100 მლ. ნაღები 20%-იანი. მომზადების წესი: ✔ გააცალეთ ფილეს ფხები და მოაჭერით კანი. დაჭერითფილე კუბებად და დაუმატეთ 2 ს.კ. სოიოს სოუსი. კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. კიდევ ერთხელ ამოურიეთ, რომ სეზამი თანაბრად განაწილდეს. ✔ ტაფაზე გააცხელეთ 1 ს.კ. ზეთი და მოათავსეთ მასზე თევზის ნაწრები ისე, რომ მათ შორის ადგილი იყოს. შებრაწეთ ყველა მხრიდან, ოქროსფრამდე. ✔ ცუკინი დაჭერით კუბიკებად. ცალკე ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი ზეთი და მოთუშეთ მასზე ცუკინი 5-7 წუთი, თან ურიეთ. ✔ მოაჭერით ხახვს თეთრი ბოლოები და წვრილად დაჭერით. მოაყარეთ ცუკინის და ოდნავ მოთუშეთ. მოასხით ნაღები, კარაგდ ამოურიეთ და გააცერეთ, საშუალე ცეცხლზე, რამდენიმე წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 5-7 წუთი. ✔ მოათავსეთ თეფშებზე ცუკინი, ნაღების სოუსი და ზევიდან მოაწყვეთ ორაგულის ნაჭრები. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით
Print