რუბრიკები
კახი კალაძე: ,,პრეზიდენტმა მიხედოს თავის საქმეს'' (ვიდეო)
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის საკითხი პრეიზდენტის საქმე არაა. კალაძემ მარტვილში ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესების პოლიტიზირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „პროცესებზე ზეწოლას არა მთავრობა, არამედ ის ანგაჟირებული პოლიტიკოსები ახორციელებენ, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები წარმოადგენენ. კალაძის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს. „არავის აქვს ჩარევის უფლება, არც პრეზიდენტს, იმის მიუხედავად, რომ ის მოუწოდებდა მოსამართლეს, ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიეღო. ეს არაა პრეზიდენტის საქმე. პრეზიდენტმა მიხედოს თავის საქმეს, რაც აქვს და მოსამართლე და სასამართლო - თავისას მიხედავს. ჩვენ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ“, - აცხადებს კალაძე.
Print