რუბრიკები
ახალგაზრდების რეკომენდაციები 2016 წლის მუნიციპალური ბიუჯეტისთვის

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საუნჯე“ ორგანიზებით  შეხვედრა  გაიმართა,  სადაც საუბარი შეეხო ახალგაზრდების საჭიროებებს მორგებული რეკომენდაციების შემუშავებას 2016 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტში.

ღონისძიების ფარგლებში, არასამთავრობო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სტრუქტურებს გადაეცემათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მერაბ ქვარაია, თავჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანაშრომლები. ღონისძიება გაიმართა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადგილობრივი დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო სივრცე ახალგაზრდებისათვის“ ფარგლებში.
Print