ეგრისობის დღესასწაული სენაკში მარულათი დაიწყო. ამის შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ ნოქალაქევის ისტორიულ ციხესიმაგრეში გადაინაცვლა.
მსურველებს დღეს სენაკის სხვადასხვა სოფლის სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლოთ. მოეწყო თეატრალური სანახაობა, სხვადასხვა ანსამბლებმა კი ქართული და მეგრული სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებას ადგილობრივ მთავრობასთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები