რუბრიკები
ორაგულის უგემრიელესი ღვეზელი
თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 400 გ. ფქვილი. • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა. • 200 გ. კარაქი. • ½ ღერო მწვანე ხახვი. • ½ ც. ცუკინი. • 200 გ. ორაგული. • 4 ც. კვერცხი. • 100 გ. ორაგული (მარილის მცირე რაოდენობით). • 150 მლ. ნაღები 30%-იანი. • მარილი და ბაჰარი გემოვნებით. ✔ ცივი კარაქი დაჭერით და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ ფქვილი, 2 ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და ლიმონის ცედრა. მოზილეთ ცომი. ✔ ცომი დააგუნდავეთ, გაახვიეთ პარკში და შედგით მაცივარში, 1 საათით. ცომი მოათავსეთ ფორმაში, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი ზევიდან მოაყარეთ ლობიო ან რაიმე მარცვლეული და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 10-15 წუთი. გაიმეორეთ, და მოაცალეთ ლობიოიანი ქაღალდი. ✔ წვრილად დაჭერით ხახვი. ცუკინი დაჭერით კუბიკებად და მოთუშეთ ხახვთან ერთად, კარაქსა და ზეთში. ორაგული დაჭერით კუბიკებად, დაყარეთ ტაფაზე, სადაც ხახვი და ცუკინია და კიდევ 4 წუთი თუშეთ. ✔ მზა ორაგული და ბოსტნეული გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ დარჩენილი კვერცხი და ნაღები და კარგად ამოურიეთ. ✔ მიღებული მასა, ფრთხილად გადაანაწილეთ ცომზე. ორაგული (100 გრ.) დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, და მოაწყვეთ ცომზე. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთით. ოდნავ გააგრილეთ და დაჭერით. გემრიელად მიირთვით
Print