რუბრიკები
“გუგლი” ჭკვიანი მობილურებისა და ნოუთბუქებისთვის ერთიან პლატფორმას შექმნის
კომპანია Google-ი, Chrome OS-ისა და Android-ის ოპერატიული სისტემების გაერთიანებას 2017 წელს აპირებს, – აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal წერს. Chrome OS-ი, ამ ეტაპზე მხოლოდ “გუგლის ქრომბუქზე” მუშაობს, ხოლო ანდროიდი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ОС პლატფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიარზდე მეტ მობილურ სისტემაზე მუშაობს. Chrome OS-ისა და Android-ის გაერთიანებით, გაფართოვდება მობილური პლატფორმის ბაზა, რომლებზეც უკვე მუშაობს ჭკვიანი მობილურები, პლანშეტები, ჭკვიანი საათები და ტელევიზორები.
Print