ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა ახლადაშენებულ ბინებს უწუნებენ (ვიდეო)
16:31 / 02.11.2015
ზუგდიდის დემოკრტიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები ლტოლვილთა სამინისტროს და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამინისტროს მიმართ პრეტენზიები დღეს ზუგდიდში, დევნილთა ახლადაშენებულ ბინებში არსებული პრობლემების მიმართულებით გამოითქვა. არასამთავრობოების ინფორმაციით, ბინებში გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები და უხარისხოდ აშენებული კედლებია. არის პრობლემები კარ-ფანჯრების გამართულად ფუნქციონირების კუთხითაც.
სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, სამინისტროს მიერ დევნილთა ახალი საცხოვრებელების ჩაბარების დროს მსგავსი პრობლემები არ დაფიქსირებულა და ხარვეზებმა მოგვიანებით იჩინა თავი, რის გამოსასწორებლადაც მშენებელ კომაპნიას ერთი წლის ვადა მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები