რუბრიკები
ვაშლის კრამბლი
თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 3 ც. ვაშლი. • 175 გ. ფქვილი. • 80 გრ. შაქარი. • 175 გ. კარაქი. • 50 გ. ქიშმიში. • ½ ჭ. ბრენდი. • დარიჩინი და ვანილი გემოვნებით. მომზადების წესი: ✔ ვაშლი გათალეთ და დაჭერით, საშუალო ზომის კუბიკებად. ამავდროულად, ადუღებულ წყალში ჩადეთ ქიშმიში და დაუმატეთ ბრენდი. ✔ გაადნეთ ცოტაოდენი კარაქი ტაფაზე და ვაშლის რბილობი შებრაწეთ, სანამ არ დარბილდება. მას შემდეგ რაც დარბილდება დაუმატეთ ბრენდი, მოაყარეთ დარიჩინი. გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ ალკოჰოლი ბოლომდე არ აორთქლდება. ✔ ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი, კარაქი. დაუმატეთ ვანილი და დარიჩინი. ცომი არ უნდა იყოს ერთიანი მასა. ✔ საცხობ ფორმაში მოათავსეთ ვაშლი, ზევიდან მოასხით ის წვენი, რომელიც მისი მოთუშვის შემდეგ დარჩა ტაფაზე. მოაყარეთ ქიშმიში და ბოლოს ცომი. შედგით 210 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 20 წუთი. გემრიელად მიირთვით
Print