სიტყვიერი დაპირისპირება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
14:23 / 06.11.2015
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა და საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ერმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი საკრებულოს სხდომაზე წითლიძის შენიშვნას მოჰყვა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კომისიის სხდომების შესახებ მისი დაუწყება დროულად არ ხდებოდა, შესაბამისად, ის სხდომებს ვერ ესწრება და აქედან გამომდინარე, ხმას ვერ მისცემს იმ საკითხებს, რომლებიც ამ კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა თენგიზ ქოჩუას გაღიზიანება. მან საკრებულოს წევრი არასწორი ინფორმაციის გაჟღერებაში დაადანაშაულა და პროვოკატორი, უზრდელი უწოდა. წითლიძეს მისი თანაპარტიელი ბათლომე შელია გამოესარჩლა. მან კომისიის თავმჯდომარეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ისე იქცევი თითქოს რამეს წარმოადგენდე“. დეპუტატებს შორის კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად ერთმანეთს ანი წითლიძე და ქალაქის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ. მიზეზი მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლის დაწინაურება გახდა.
გუშინ, 5 ნოემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში საკრებულოს ინიციატივით, ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა. ქ.ზუგდიდის საკრებულოს საკუთარი ეთიკის კოდექსი აქვს, რომლის პრინციპებია: საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და ღირსებების პატივისცემა, პატიოსნება, საქვეყნოობა, ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე, კაცთმოყვარეობა და დათმენის უნარი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ტოლერანტობა და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები