მასალა:
ფქვილი – ნახევარი ჩაის ჭიქა
შაქარი – ნახევარი ჩაის ჭიქა
კაკაოს ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი ცომისთვის და 3 სუფრის კოვზი გლაზურისთვის
კვერცხი – 2 ცალი
კარაქი – 120 გრამი ცომისთვის და 5 სუფრის კოვზი – გლაზურისთვის
რძე – 2 სუფრის კოვზი
მარილი – 1/4 ჩაის კოვზი
ნიგოზი და შოკოლადი - გემოვნებით.
გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავუმატოთ ფქვილი, მარილი,
კაკაო, კვერცხი და ავთქვიფოთ. მოვათავსოთ ფორმაში. ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
შოკოლადის გლაზურისთვის:
კარაქი და კაკაო ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ რძე, შაქრის ფხვნილი და ავადუღოთ.
ბისკვიტს წავუსვათ გლაზური, დავჭრათ ნაჭრებად და გავაფორმოთ ნიგვზით და შოკოლადით.
მასალის გამოყენების პირობები