პროექტ Google Books-ის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტირაჟით გამოცემული წიგნების რეიტინგი შეიქმნა.
პირველი ადგილი ბიბლიამ დაიკავა. როგორც პროექტის ექსპერტები იწმუნებიან, აღნიშნული წიგნი მსოფლიოში 6 მილიარდ ეგზემპლარადაა გამოცემული. მეორე ადგილზე 900 მილიონიანი ტირაჟით მაო ძედუნის ციტატების კრებული მოხვდა, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ტრილოგიას „ბეჭდების მბრძანებელი“ (112 მილიონი).
რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი,“ პაოლო კოელიოს „ალქიმიკოსი,“ გინესის რეკორდების წიგნი, დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი,“ სტეფანი მაიერის „ბინდი - საგა,“ მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულნი“ და ანა ფრანკის დღიური.
მასალის გამოყენების პირობები