შემადგენლობა :
სალათის ფოთლები - 300 გრ
პური - ნახევარი (სასურველია ერთი დღის პური )
ნიორი - 1 კბილი
ზეითუნის ზეთი - 50 მლ
ლიმონის წვენი - 1 ცალი ლიმონისგან
კვერცხი - 1 ცალი
ყველი "პარმეზანი" - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესი:
სალათის ფურცლები შეინახეთ მაცივარში. დაჭერით პური პატარა კუბიკებად და გააშრეთ ღუმელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. გაჭყლიტეთ ნიორი, ჩადეთ ზეთში და დატოვეთ 15 წუთით. ტაფაზე დააასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი და ჩადეთ ნიორი და შეწვით რამოდენიმე წუთის განმავლობაში, იმავე ტაფაზე შეწვით ორცხობილაც, სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში.
კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით ნაჭრებად.
ხელით ”დაგლეჯილ” სალათის ფოთლებს დასასხით ზეითუნის ზეთი, დააამატეთ მარილი, წიწაკა, დააასხით ლიმნის წვენი. დაააყარეთ გახეხილი ყველი და კვერცხი.
გემრიელად მიირთვით !
მასალის გამოყენების პირობები