PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/dajildoveba-suratii.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პრეზიდენტის სახელით თენგიზ გუნავამ 87 წლის ლავრენტი გარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა (video)
17:22 / 15.05.2013
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით, ცაიშის მკვიდრ ლავრენტი გარდავას ღირსების ორდენი გადასცა. 87 წლის ლავრენტი გარდავა პრეზიდენტმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სპორტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
ღირსების ორდენის ლაურიატი რაიონის პირველობაზე ფეხბურთში მრავალგზის გამარჯვებულია, მან ლელობურთში საქართველოს 25 სპორტის ოსტატი აღუზარდა.
მისი ინიციატივით პირველად სოფელ ცაიშში საფუძველი ჩაეყარი სპორტის ისეთი სახეობების ჩამოყალიბებას, როგორიც არის ხელბურთი, ფრენბურთი, ლელობურთი და ფეხბურთის სექციები. მისსავე სახელს ატარებს ცაიშში არსებული საფეხბურთო მოედანი.
მის მიერ გაწეული ღვაწლის დაფასებისთვის ლავრენტი გარდავამ მედიასთან საუბარში პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კარგი ინება, თუ მისი სახელობის საფეხბურთო მოედანი ფუნქციონირებას განაახლებს და მომავალი თაობების სპორტულ აღზრდას მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები