PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/dakrdzalva.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ავღანეთში დაღუპული კაპრალი ვლადიმერ შანავა წალენჯიხაში დღეს დაკრძალეს (video)
23:05 / 23.05.2013
ავღანეთში დაღუპული 24 წლის კაპრალი, ვლადიმერ შანავა წალენჯიხაში დღეს დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესია მთელი დღის განმავლობაში საპატიო ყარაულის მონაწილეობით მიმდინარეობდა. დაღუპულის ოჯახის წევრებს ქართველ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად აშშ-ს საელჩოსა და ნატოს თავდაცვის ატაშეებმაც მიუსამძიმრეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშემ ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს დანაკარგი მიუსამძიმრა და ამერიკელების გვერდით ბრძოლისთვის ქართველებს მადლობა გადაუხადა.
ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ლომინაძემ დღევანდელ დღეს საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის ერთ-ერთი უმძიმესი დღე უწოდა.
ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპული 24 წლის კაპრალი ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობს. მას მიღებული აქვს „მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
მასალის გამოყენების პირობები