Error
რუბრიკები
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თბილისსა და საქართველოს 26 ქალაქში სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავენ ზუგდიდში. დღის დასასრულს, 19:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. დამოუკიდებლობის აღნიშვნა ფოიერვერკებით დასრულდება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
Print