შემადგენლობა
12 პორციაზე:
2 ქილა ”მასკაპონე” (იტალიური ნაღების ყველი 450 გ.)
8 კვერცხი
5 ვანილი
4 ს/კ შაქარი
3 გამზადებული ბისკვიტის ფირფიტა
1 ჭიქა მაგარი ყავა
მომზადების წესი
კვერცხის ცილა და გული აგავცალკეოთ, გული ავთქვიფოთ ყველთან და ვანილთან ერთად, ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და თქვეფის დროს მცირე ოდენობით დავამატოთ შაქარი. მიღებული ორი მასა შევურიოთ ერთმანეთში. ხოლო ბისკვიტის ფენები გამოვჭრათ მრგვალ ფენებად და სათითაოთ ჩავდოთ სპეციალურ ჭურჭელში და დავნამოთ ყავით, ზემოდან დავადოთ გამზადებული მასა და შევდგათ მაცივარში 3-4 საათით. შემდეგ გამოვიღოთ და მოვაყაროთ კაკაოს ფქვილი. სუფრასთან მიტანამდე ისევ შევინახოთ მაცივარში.
მასალის გამოყენების პირობები