ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა წყალი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა
- 1 ჭიქა ლიმონის წვენი
- 2 ჭიქა შუაზე გაჭრილი მარწყვი
- 2 ჭიქა გაზიანი წყალი
- ყინულის ნატეხები
- პიტნის ფოთლები
- რამდენიმე მარწყვი
პირველი ეტაპი:
საშუალო ზომის ქვაბში დუღილამდე მიიყვანეთ შაქრიანი წყალი. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ. თან ურიეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. ჩაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, მოურიეთ და გადადგით ცეცხლიდან. დაელოდეთ, სანამ კარგად არ გაცივდება და შემდეგ გადაწურეთ.
მეორე ეტაპი:
ბლენდერში გათქვიფეთ გარეცხილი, ყუნწმომძვრალი და შუაზე გაჭრილი მარწყვები. მიღებული მარწყვის პიურე ჩაუმატეთ ტკბილ სიროფს და კარგად შეურიეთ. შედგით მაცივარში და კარგად გააცივეთ.
მესამე ეტაპი:
ცივ ლიმონათს ჩაუმატეთ გაზიანი წყალი და კარგად შეურიეთ. ჩაყარეთ ჭიქებში ყინულის ნატეხები, დაასხით ლიმონათი, მორთეთ პიტნის ფოთლებით და მთლიანი მარწყვით.
მასალის გამოყენების პირობები