PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/guna-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

თენგიზ გუნავა ადამინის ცემის ფაქტზე ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში დაიკითხა (video)
01:52 / 07.06.2013
სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას დაკითხვა 3 საათს გრძელდებოდა, დაკითხვიდან გამოსულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ მას აბსურდულ საკითხს ედავებოდნენ.
„მე ოქმს ხელი არ მოვაწერე რადგან იქ არ იყო ჩემი აზრი დაფიქსირებული. მე მათ ვუთხარი რომ ჩემი დაკითხვა პოლიტიკური დევნა იყო, რასაც ბიზინა ივანიშვილი, იუსტიციის მინისტრი და შსს მინისტრი ჩემს მიმართ ახორციელებენ. ამის ჩაწერა ოქმში მათ რა თქმა უნდა არ აწყობდათ-,“აღნიშნა დაკითხვიდან გამოსულმა გუნავამ.
გამოიკვეთა თუ არა დაკითხვისას საქმის ახალი დეტალი გუნავას არ დაუკონკრეტებია, მან აღნიშნა რომ ვინმე ეხვაიას ცემის ფაქტზე შეკითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი.
დაკითხვაზე თენგიზ გუნავა სასწრაფო დახმარების ექიმ გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით მოწმედ იყო დაბარებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი თენგიზ გუნავა ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში 5 საათზე იყო დაბარებული, პროკურატურაში გამოცხადებულ გუნავას მხარდამჭერები საპროტესტო აქციით ამხნევებდნენ. დემონსტანტები პროკურატურაში გუნავას მეოთხედ დაბარებას აპროტესტებდნენ.
აქციაზე მოსული ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია აცხადებდა, რომ გამოძიება გუბერნატორს აბსურდულ საკითხს ედავებოდა რის გამოც მისი დაკავება გამორიცხული იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის ლაშა დამენიას განცხდებით გუნავას დაკითხვა პოლიტიკური დევნაა და გამორიცხული არ არის მსგავსი დევნა გაგრძელდეს არა მარტო გუნავაზე არამედ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებზეც.
მასალის გამოყენების პირობები