NASA-მ დაბერების საწინააღმდეგო საშუალება გამოიგონა. "კოსმიური სასმელი AS10", ასე ეწოდება სითხეს, რომელიც სასწაულებს ახდენს. ის ამცირებს ნაოჭებს და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას. სასმელი, რომელსაც კოსმონავტები ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად იყენებენ, იუტის შტატის უნივერსიტეტის პროფესორებმა აღმოაჩინეს.
ექსპერიმენტში მონაწილეობა 180-მა ადამიანმა მიიღო, ყველა მათგანს კანის სხვადასხვა ნაკლოვანება ქონდა. ორი ყლუპი სითხის დალევის შემდეგ, 4 თვის განმავლობაში ექსპერიმენტის მონაწილეებს პიგმენტური ლაქების 30% გაუქრათ და ნაოჭების 17% გადაეჭიმათ.
სასმელის შემადგენლობაში შედის წითელი ჩაი, ეგზოტიკური ხილის ნარევი, ასაის კენკრა, კაკაო, აპუნცუუს კაქტუსი, ბროწეული და ყურძენი.
ინგრედიენტები სხეულს ვიტამინების დიდი დოზით და ფიტოელემენტებით ამარაგებენ, რომლებიც რადიაციულ ზემოქმედებას ანეიტრალებენ.
გარდა ამისა, "ახალგაზრდობის ელექსირი" შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს უჯრედების დამაზიანებელი და კიბოს გამომწვევი მოლეკულებისგან იცავს.
კვლევის ხელმძღვანელმა და ავტორმა, აარონ ბარსონმა განაცხადა, რომ ზაფხულში კიდევ ერთი შედარებით მასშტაბური ექსპერიმენტი იგეგმება. AS10-ს 700 მილიგრამის ფასი 50 დოლარია.
მეცნიერების დასკვნით, დაბერებას შოკოლადიც ებრძვის. შოკოლადის მოლეკულები კანს ჟანგბადით ავსებენ, ხოლო ახალი ტექნოლოგია ამ ეფექტს აუმჯობესებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა შოკოლადს ახალი ინგრედიენტი Coco-Lycosome დაუმატეს. მას კანისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესის დაჩქარება და გაზრდა 20-ჯერ შეუძლია. პროდუქტის შემქმნელების განცხადებით, ახალი ტექნოლოგია შოკოლადის გემოზე არ აისახება.
მასალის გამოყენების პირობები