ბრიტანელმა არქიტექტორმა ცვეტან ტოშკოვმა საზოგადოებას ფუტურისტული არქიტექტორული პროექტი City in the Sky, იგივე "ქალაქი ცაში" წარუდგინა.სუპერ-განვითარებულ მეგაპოლისებში, ცათამბჯენებს შორის არქიტექტორი ჩუმი, მშვიდი ოაზისების აგებას გეგმავს, სადაც ადამიანები შეძლებენ წყნარად დასვენებას, განტვირთვას და ხმაურისა და სიბინძურისგან თავის დაღწევას.პროექტის მიხედვით, ქალაქებში, ცათამბჯენების ზემოთ, ლოტოსის ფორმის ნაგებობები უნდა ჩაიდგას, რომელთა თავზეც დასასვენებელი კომპლექსები განთავსდება."ამ ცის ქალაქებში ყველა იპოვის იმას, რასაც ეძებს: სიმშვიდეს და სისუფთავეს", - განაცხადა ტოშკოვმა.ლოტოსის ფორმა, რომელიც ამ შენობებს ექნებათ, ცვეტანს შემთხვევით არ აურჩევია.ლოტოსი წყლის ყვავილია, რომელსაც მდორე და ბინძურ წყალში გაშლა და ყვავილობა შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები