Error
რუბრიკები
ჯვარზენის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს (video)
ჯვარის მოსახლეობა წყლის პრობლემებზე საუბრობს. რადიო  „ათინათთან“ ადგილობრივი ნანული ბარამია ყვება, რომ წყალი რომელსაც ადგილობრივები დასალევად იყენებენ დაბინძურებულია და არ იწმინდება. ჯვარზენის მოსახლეობა უკმაყოფილებას წყლის მიწოდების განრიგთან დაკავშირებითაც გამოთქვამს. მათივე თქმით ამ დროისთვის წყალკანალის თანამშრომლების მიერ წყლის მილის გადაჭრის  გამო წყლის მიწოდება შეუწყდათ. ნანული აბრამია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას და  საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ბელქანიასაც, თუმცა  მათი მხრიდან პრობლემაზე  რეაგირება არ მომხდარა. თავის მხრივ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია აღნიშნავს, რომ  აღნიშნული საკითხის მოგვარება  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  კომპეტენციაში შედის. „ჩვენ აღნიშნულ კომპანიას განცხდებით მივმართეთ და ველოდებით მათგან  შესაბამის რეგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასეთ კომპანიებს ვაჯარიმებთ“-,აღნიშნა დავით ბელქანიამ რადიო „ათინათთან“ საუბარში.  
Print