Error
რუბრიკები
ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გამართულ აქციას ზუგდიდელი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ
25 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისში (პარლამენტის ძველი შენობის წინ) გამართულ ჟურნალისტთა საპროტესტო აქციას ზუგდიდის ჟურნალისტებიც შეურთდნენ. ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გაერთიანებული ჟურნალისტები ხელისუფლებას მოვალეობის შესრულებას თხოვენ. ზუგდიდში, ჟურნალისტთა აქცია 13:00 საათზე ცენტრალურ ბულუართან გაიმართა. ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი გადარჩენა მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ კი 10 დღის განმავლობაში ბავშვის კლინიკაში ( ვერონა, იტალია) გაგზავნა ვერ მოხერხდება, ის დაიღუპება. კლინიკა მოწვევას მხოლოდ მაშინ გამოგზავნის, როცა სამკურნალოდ საჭირო თანხა კლინიკის ანგარიშზე ჩაირიცხება. თანხა 100 000 ევროს შეადგენს. „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ და მირზა ცეცხლაძის ოჯახმა კეთილი ადამიანების დახმარებით ამ თანხის ნახევრის მობილიზება შეძლეს. დრო ამოიწურა, ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა კი მხოლოდ ამ თანხაზეა დამოკიდებული. აქციის ორგანიზატორია „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“. აღნიშნული აქცია საქართელოს მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
Print