რუბრიკები
საავტორო უფლებით დაცული ობიექტით ლეგალური სარგებლობა
ბოლო პერიოდში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად კვლავ დიდია საავტორო უფლების დარღვევის მაჩვენებელი ქვეყანაში. ამის ერთ-ერთ გამომწვევი მიზეზია საზოგადოების დაბალი ცნობიერება ამ საკითხისა და ამ სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. 6 ივნისს, ზუგდიდში, 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის 52), საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია აწყობს საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსიას თემაზე: „საავტორო უფლებით დაცული ობიექტით ლეგალური სარგებლობა“. შეხვედრის მიზანია მონაწილეთათვის როგორც ზოგადად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა, ასევე რეგიონში მოქმედი მოსარგებლეების ინფორმირება საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ. შეხვედრაზე იმსჯელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში რეგიონის დონეზე არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ასოციაციის საქმიანობას, ლიცენზირების წესსა და მოთხოვნებს და ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურას. პრეზენტაციას გამართავენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და მისი მოადგილე თამარ კემულარია. რადიო "ათინათს" საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ესაუბრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.