Error
რუბრიკები
Cirque du Soleil–ს არტისტი წარმოდგენის დროს დაიღუპა
სახელგანთქმული კანადური ცირკის " სირქ დე სიულეი"–ს მსახიობი სარა გიიარ –გიიო ლას –ვეგასში გამართული წარმოდგენისას გარდაიცვალა, ის 15- მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდა. 31- წლის ცირკის არტისტი რთულ აკრობატულ ნომერს ასრულებდა, როდესაც წონასწორობა დაკარგა და ჩამოვარდა. მაყურებელმა თავდაპირველად მისი ვარდნა სპექტაკლის ნაწილად მიიჩნია. გიიარ – გიიო უფრო გვიან, ქალაქის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ამერიკული პრესის ინფორმაციით „ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Cirque du Soleil – ში არტისტი დაოღუპა. ცირკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ წარმოდგენა "კა" გაურკვეველი დროით შეჩერდა.
Print