ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია 2013 წელს დაიწყება და ის ოცდამეერთე საუკუნის თეატრად იქცევა, – განაცხადა ზუგდიდში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თეატრში ადგილობრივი ხელისუფლების, მუსიკალური სკოლის და თეატრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. მინისტრის განცხადებით ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას ვიზიტის დროს ამ თემაზე საუბრისას კონჯარიამ კბილებით დაიცვა საკუთარი ქალაქის ინტერესები.
კულტურის მინისტრმა ზუგდიდის სამუსიკო სკოლის 4 მასწავლებელს კი „დამსახურებული პედაგოგის“ წოდება მიანიჭა.
თეატრში ვიზიტამდე ნიკოლოზ რურუამ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის რესტავრირებული დარბაზი დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები