2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის, სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
დღეს, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ, თბილისის მერიისა და პოლიციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
20 ივნისისთვის ცენტრი სრულ მზადყოფნაში იქნება აბიტურიენტების მისაღებად. ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე, წარმართვაში მერიისა და პოლიციის გარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბევრი სხვა უწყებაც უწევს დახმარებას.
მასალის გამოყენების პირობები