ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ხურჩის ცენტრში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რესტავრირებული საბავშვო ბაგა–ბაღი გაიხსნა. ბაღს 35 აღსაზრდელი ჰყავს.
საზღვრისპირა სოფლის საბავშვო ბაღში ოცამდე ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ბავშვებიც დადიან.
„ხურჩაში კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ და იქ მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის ხალისს დავუბრუნებთ“–აცხადებს ლევან კონჯარია.
მასალის გამოყენების პირობები