ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ხურჩის ცენტრში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რესტავრირებული საბავშვო ბაგა–ბაღი გაიხსნა, ბაღს 35 აღსაზრდელი ჰყავს.
საზღვრისპირა სოფლის საბავშვო ბაღში ოცამდე ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ბავშვებიც დადიან. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ლევან მაქაცარია ამბობს „ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული სახსრებით ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია “ედუკატორმა” “კივიტას გიორგიკამ” და “ედუკატორ ჯორჯიამ. „ჩვენ ჩამოვიტანეთ ყველა ის საჭირო ინვეტარი, რაც ბაღისთვის არის აუცილებელი და მომავალშიც საკრებულო და დონორი ორგანიზაციები ითანამშრომლებენ, რათა გაგრძელდეს მსგავსი პროექტები“– განაცხადა ლევან მაქაცარიამ.
როგოც ბაღის გამგე ცისანა დარასელია ამბობს ის „ძალიან კმაყოფილია, ახლა ნორმალური პირობები გვაქვს წინანდელთან შედარებით, აქ დადიან აფაზეთიდან ბავშვები, წინათ ვიყავით შეზღუდულები, თუმცა დღეს გვაქვს ყველა პირობა, რომ ბავშვები სკოლისთვის მოვამზადოთ“– განაცხადა ცისანა დარასელიამ
„ხურჩაში კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ და იქ მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის ხალისს დავუბრუნებთ“–აცხადებს ლევან კონჯარია.
მასალის გამოყენების პირობები