ანაკლია-იურმალას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის
პრეზენტაცია გაიმართა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
გამართულ სხდომაზე შეხვდრაზე განიხილეს 30 მაისს იურმალაში
გაფორმებული მემორანდუმის მოქმედების პრინციპები
მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები და თანამშრომლობის სფეროები.
პრეზენტაციას საკრებულოს იურიდული დეპარტამენტის
სპეციალისტი ანი წითლიძე უძღვებოდა. მემორანდუმის მთავარი მიზანი ორ
საკურორტო ქალაქის დაძმობილება იყო. თანამშრომლობა მოიცავს
აბსოლუტურად ყველა სფეროს, ორივე კურორტის პოპულარიზაციას,
ტექნოლოგიურ განვითარებას, კულტურული ღონისძიებებს და რაც ყველაზე
მთავარია იმ ინვესტიციებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ანაკლიაში.
მეორე ეტაპი ამ თანამშრომლობის ის ეკონომიკური ფორუმი იქნება
რომელიც ანაკლიაში აგვისტოში უნდა ჩატარდეს.“ განაცხადა მან რადიო
„ათინათთან“ საუბრისას. სხდომაზე ასევე კენჭი უყარეს განსახილველად
გატანილ 11 საკითხს. დაამტკიცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012
წლის ბიუჯეტი,მუნიციპალიტეტის სოფლების,კახათის,ინგირის,კორცხელისა და
ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში მისამართების რეესტრისა და
ნუმერაციის განსაზღვრა.განისაზღვრა ასევე ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში საარჩევნო
სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განსათავსებელი
ადგილები.აიკრძალა შენობა-ნაგებობებზე საარჩევნო
პლაკატების გაკვრა და დამტკიცდა სტენდების განსათავსებელ ადგილებთან
დაკავშირებით ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადებული
პროგრამის მხარდაჭერა.პროგრამის მიხედვით განისაზღვრა რამდენიმე
ადგილი, სადაც ნებადართულია საარჩევნო პლაკატების განთავსება.ასევე
დამტკიცდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო
დაზღვევის არმქონე პირთა ქირურგიული ოპერაციების გადაუდებელი და
გეგმიური სტაციონალური და ამბოლატორიული დაფინანსების პროგრამა.
სხდომაზე გადაიდო დღის წესრიგში შეტანილი ერთ-ერთი საკითხის განხილვა
რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული
ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგანს საქმეთა
სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარი სამმართველოსთვის
დროებით სარგებლობაში გადაცემას შეეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები