„ტურიზმი–ეროვნული კულტურის დესპანი." ასე ეწოდება საერთაშორისო-ფოლკლორულ ფესტივალს,რომელიც 9-10 ივნიის განმუხურის საზაფხულო ამფითეატრში ჩატარდება. ღონისძიება "Georgian art holding" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორცილდება და იგი საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში განმუხური 15 ქვეყნის ფოლკლორულ ჯგუფებს უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან და 15 ქვეყნის ტელეარხი გააშუქებს.უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია ექსკურსიებს მესტიაში,ბათუმში,ყვარელსა და სიღნაღში მოაწყობს. ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათის იქნება და მას სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან და დევნილთა დასახლებებიდან ათასამდე მოზარდი დაესწრება.აქციაში მონაწილეობას აფხაზეთიდან გადმოსული ადამინებიც მიიღებენ. კონკურსის გამარჯვებული ფოლკლორული ჯგუფები ყირიმის ახალგაზრდულ ბანაკ "არტეკში" ანალოგიურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.
მასალის გამოყენების პირობები