შემადგენლობა:
ლეღვის ჩირი-250გრ
კურკაგამოცლილი ხმელი ფინიკი-125გრ
ნიგოზი-125გრ
დარიჩინი დანის წვერით ვანილი
კარდამონის 4ც მარცვალი
ლიმონის ცედრა 1/2
შაქარი-50გრ კონიაკი-0,7ლ
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ,ჩაყარეთ მინის ჭურჭელში,დაასხით კონიაკი,მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით ბნელ ადგილას სამი კვირით.
ჩამოთვლილი ინგრედიენტები ნუ შეგაშფოთებთ ,რადგან მათი შოვნა არ არის ძნელი.
ამ სასმელის დასამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ სპირტი ან კონიაკი და არა არაყი, რადგან არაყს აქვს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი და გემო.
მირთმევისას არ დაგავიწყდეთ ყინულის კუბიკების ჩაყრა,რადგან ცივად სასიამოვნო დასალევიცაა და თან ცოტათი მაინც გაანეიტრალებს ალკოჰოლს.
მასალის გამოყენების პირობები