რუბრიკები
სამეგრელოში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო

სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საკარანტინო მავნებლის-ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო.ამჟამად პეპლის პირველი თაობის წინააღმდეგ სამუშაოები გავრცელების ინტენსივობის მიხედვით,ლოკალურად სხვადასხვა რაიონებში ხორციელდება.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში პრეპარატი უკვე დარიგდა. პრეპარატის მოხმარების წესის შესახებ ყველა სოფლის რწმუნებული დაუწყებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 4 მანაქანა მუშაობს.სამეგრელო ზემო-სვანეთის სურსათის უვნებლობის სამსახურში ვარაუდობენ,რომ მორწყვითი სამუშაოები თვისბოლომდე დასრულდება. „100ლიტრ წყალში გაზავებული 6-10 გრამი პრეპარატი აუცილებლად აბლაბუდას უნდა შეასხურონ,არ შეიძლება მთლიანად ხის მორწყვა. შესხურება ერთხელ ხდება,მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მეათე დღეს შეიძლება გამეორდეს.სამუშაოების დასრულება პეპლის ბიოლოგიაზეა დამოკიდებული,წინსაწარ პროგნოზს ვერავინ დადებს,ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ,რომ სამუშაოები თეორიულად თვის ბოლომდე გაიწელება.“განაცხადა სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა მარიკა  გულუამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.