რუბრიკები
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს
2012 წლის მაისში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს მანუჩარ ახვლედიანი, ირაკლი ჩანტლაძე და ირაკლი დუნდუა, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. პატიმართა განმარტებით დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სამივე პირი აღნიშნავდა, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული საკვები და არ მიეწოდათ თეთრეული. მათი გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დმი-ს თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. ახსნა-განმარტებებში მ.ახვლედიანი, ი.ჩანტლაძე და ი. დუნდუა მიუთითებენ, რომ მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი მათგანის განმარტებით თანამშრომლები ხშირად აბრახუნებდნენ საკნის კარზე, რომ პატიმარს არ მისცემოდა ძილის საშუალება და იგრძნობოდა ირონიული დამოკიდებულება. კანონით გათვალისწინებული ნივთების მოთხოვნისას შესაბამისი მოხელეები დამცინავად პასუხობდნენ პატიმრებს და მიუთითებდნენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ხსენებული დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა ქმედებები შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. აღნიშნული წინადადების ასლი ინფორმაციისათვის გადაეგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.